გარეთ საუთგეითმა სულ რამდენიმე წუთის წინ დაასახელა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავენ. საბოლოო განაცხადში ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი ვერ მოხვდა, კერძოდ ჰარი მაგუაიერი. ასევე, გაფართოებული სიიდან ჯეიმს ტრაფორდი, ჯარად ბრანტვაითი, ჯარელ ქუანსა, კერტის ჯოუნსი, ჯეიმს მედისონი და ჯეკ გრილიში ამოვარდნენ.
იხილეთ 26-კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები: ჯორდან პიკფორდი, დინ ჰენდერსონი, აარონ რამსდეილი;
მცველები: ლუის დანკი, ჯო გომესი, მარკ გეი, ეზრი კონსა, ლუკ შო, კირან ტრიპიე, კაილ უოკერი, ჯონ სტოუნსი;
ნახევარმცველები: ტრენ ალექსანდერ-არნოლდი, კონორ გალაგერი, კობი მეინო, დეკლან რაისი, ადამ ვარტონი;
ფორვარდები/შემტევები: ჯუდ ბელინგემი, ჯაროდ ბოუენი, ებერეჩი ეზე, ფილ ფოდენი, ანტონი გორდონი, ჰარი კეინი, კოულ პალმერი, ბუკაიო საკა, აივან ტოუნი, ოლი უოტკინსი;