შეხვედრაში ანგარიში საკმაოდ მალე, კერძოდ მე-9 წუთზე გაიხსნა, როდესაც სავიოს პასით ერლინგ ჰოლანდმა ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. ნორვეგიელმა ფორვარდმა მანჩესტერ სიტის მაისურით მე-100 გოლის გატანა მოახერხა. აქედან ძალიან მალე კი პეპ გვარდიოლას გუნდს დიდი პრობლემა შეექმნა, რადგან დაზიანება მიიღო როდრიმ, რითაც არსენალმა მალე ისარგებლა და ტაიმის ბოლომდე მასპინძელ გუნდს ორი ბურთი გაუტანა. თავი ჯერ რიკარდო კალაფიორიმ გამოიჩინა, შემდეგ კი გაბრიელმა კუთხურზე ყველას აჯობა და არსენალი წინ გაიყვანა, 1:2. პირველი ტაიმის მიწურულს, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ლეანდრო ტროსარი გააძევა.
ეტიჰადზე საოცარი მატჩი ვიხილეთ — გუნდებმა ქულები გაიყვეს