მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 0:4 განადგურდა. "ჯვაროსნების" ანგარიშზე არის ახალი ანტირეკორდი: "ლა როხა" გახდა რიგით მე-2 გუნდი, რომელთანაც მათ 9 წაგება უფიქსირდებათ.
პირველი არის ირლანდიის ნაკრები, რომელთანაც ჩვენი გუნდი დამარცხდა 11-დან 9 მატჩში, დარჩენილი 2 თამაში ფრედ დასრულდა. რაც შეეხებათ "წითლებს", მათ ანგარიშზეა 10 შეხვედრიდან 9 მოგება. გვახსოვს 1 თამაში, როცა მოიგო საქართველომაც, 2016 წლის ივნისში გამართულ ამხანაგურ დუელში.
ლუის დე ლა ფუენტეს გუნდისა და "მწვანეების" შემდეგ, ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგეები არიან იტალია, საბერძნეთი და უკრაინა, მათთან "ჯვაროსნებმა" 7-ჯერ წააგეს. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ბურთების შეფარდება ესპანეთთან არის 5:29, რაც ასევე ანტირეკორდია.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





