როგორც ვიცით, მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედიდან კარიერას ბირმინგემის ასტონ ვილაში გააგრძელებს. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა მანჩესტერ სიტის ყოფილი უკანახაზელი, მიკა რიჩარდსი, რომელმაც აღნიშნა, რომ "წითელი ეშმაკები" ინგლისელ ფორვარდს უსამართლოდ მოექცნენ.
"ადამიანური თვალსაზრისით, ის, რაც რაშფორდის გარშემო ხდება, უბრალოდ ტრაგიკულია. ის ძალიან ნიჭიერია, თუმცა ამორიმის კრიტიკის შემდეგ, მარკუსი საბოლოოდ გატყდა. ხალხი საუბრობს, რომ მანჩესტერმა ეს გააკეთა გამიზნულად, იმისთვის, რომ მათი კლუბის აღზრდილი ფორვარდი თავისი ნებით წასულიყო.
დიახ, შეიძლება ითქვას, რომ იუნაიტედმა თავისი თავდამსხმელი მოიშორა. როგორც ვიცით, ზოგჯერ მას მთავარ გუნდამდეც არ უშვებდნენ, რის გამოც ინგლისელ ფორვარდს "წითელი ეშმაკების" 23-წლამდელებთან უწევდა ვარჯიში. მინდა გავიგო სიმართლე, თუ რა ხდება მის გარშემო", - განაცხადა "ქალაქელთა" ყოფილმა უკანახაზელმა.