სულ რამდენიმე წუთის წინ რეალ მადრიდმა ესპანეთის თასის ფინალთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"რეალ მადრიდი მიუღებლად მიიჩნევს დღეს გაკეთებულ საჯარო განცხადებას, რომელიც კოპა დელ რეის ფინალის არბიტრებმა გააკეთეს. მათ მიერ გაკეთებული განცხადება ნათლად აჩვენებს თუ როგორ მტრულად დამოკიდებულებაში არიან ხვალინდელი მატჩის მთავარი არბიტრები რეალ მადრიდის მიმართ.
მომხდარის სერიოზულობის გათვალისწინებით, რეალ მადრიდი იმედოვნებს, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია და მსაჯთა ორგანო შესაბამისად იმოქმედებენ და მიიღებენ აუცილებელ ზომებს იმ ინსტიტუტების პრესტიჟის დასაცავად, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ."
შეგახსენებთ, რომ ბარსელონასა და რეალ მადრიდის მატჩს რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა გაუძღვება, რომელმაც დღეს გამართულ კონფერენციაზე რეალის ტელევიზიის მხრიდან ზეწოლასა და ბულინგზე ემოციურად ისაუბრა.
რეალ მადრიდის მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ხვალინდელი მატჩის მთავარი არბიტრების შეცვლას არ აპირებს. ბევრი გამოცემის ინფორმაციით, მადრიდული კლუბი ფინალში მონაწილეობაზე უარის თქმასაც კი სერიოზულად განიხილავს, თუმცა ამ ინფორმაციას სამეფო კლუბთან დაახლოებული წყაროები ჯერჯერობით არ ადასტურებენ.







