სულ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ახალი სპორტული ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, 2024/25 სეზონის დასრულების შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონი ელჩის თანამდებობას დატოვებს. ლეგენდარული შოტლანდიელი დაკავებულ პოსტს მას შემდეგ ტოვებს, რაც კლუბის ახალმა მფლობელმა სერ ჯიმ რეტკლიფმა ხარჯების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. კლუბში მისი მისვლიდან დღემდე, დაახლოებით 250 თანამშრომელმა მანჩესტერ იუნაიტედი უკვე დატოვა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ერიკ კანტონამ კომენტარი გააკეთა:
"სერ ალექს ფერგიუსონს უნდა შეეძლოს კლუბში აკეთოს ყველაფერი, რაც მოუნდება სიკვდილამდე. ეს ძალიან დიდი უპატივცემულობაა, ეს არის სკანდალური გადაწყვეტილება მანჩესტერ იუნაიტედის მხრიდან. სერ ალექს ფერგიუსონი სამუდამოდ ჩემი ბოსი იქნება!"
მანჩესტერ იუნაიტედი სერ ალექს ფერგიუსონს წელიწადში £2 მილიონზე მეტს უხდიდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ფერგიუსონი კლუბში საპატიო დირექტორის თანამდებობაზე დარჩება.