ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ ტურში მანჩესტერ სიტიმ მორიგი კრახი განიცადა, გვარდიოლას გუნდმა ამჯერად ევერტონს ვერ აჯობა და ფრედ 1:1 ითამაშა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ქალაქური კლუბის ესპანელმა თავკაცმა გააკეთა და გუნდის ცუდ შედეგებზე ისაუბრა.
"შედეგი ცუდია, მაგრამ თამაშით კმაყოფილი ვარ. პირველ ნახევარში ბევრი რეალური მომენტი გვქონდა, მეორე ნახევარში გოლის გატანა პენალტიდან შეგვეძლო, ვერ გავიტანეთ და ამის შემდეგ თამაში შეიცვალა.
სამწუხაროა, რომ ბევრ ქულას ვკარგავთ. გუნდს ერთი რამ აკლია - მოგების მენტალიტეტი. მიჯრით რამდენიმე გამარჯვება გვინდა, რათა ჩვენი თავების ვირწმუნოთ და ყველაფერი გამოვა.
მოსამზადებლად სულ რაღაც 2 დღე გვაქვს, ძალები უნდა აღვიდგინოთ და შემდეგი თამაშისთვის მოვემზადოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.
პრემიერ ლიგის მე-19 ტურის მატჩს მანჩესტერ სიტი 29 დეკემბერს, ლესტერის წინააღმდეგ გამართავს.