საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა D ლიგაში დაიწყო, ხოლო დღეს უკვე B ლიგაშია და შემდეგ ეტაპის საგზურისთვის იბრძვის.
ერთა ლიგის ყველა დროის გაერთიანებულ სატურნირო ცხრილს 42 ქულით საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიდერობს — 19 მატჩიდან ჯვაროსნებმა 12 მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთხელ წააგეს.












