საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში ერთა ლიგის გათამაშებას იწყებს, ჯგუფში ჩვენი მეტოქები უკრაინის, ჩრდ.ირლანდიისა და უნგრეთის ნაკრებები არიან.
25 და 28 სექტემბერს, დინამო არენაზე ჩრდ.ირლანდიასა და უკრაინას დავუპირისპირდებით, 2 და 5 ოქტომბერს კი გასვლით მატჩებს უნგრეთსა და ჩრდ.ირლანდიაში გავმართავთ.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია დაასახელა, რომლებიც ამ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას.















