დასრულდა ერთა ლიგის პლეიოფის შეხვედრები. სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირების გარდა, ქართველი მაყურებლის უდიდეს ინტერესს იწვევდა ნიდერლანდებისა და ესპანეთის ეროვნული გუნდების მატჩი, რომელიც დასრულდა ფრედ, 2:2. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში მოგებული მუნდიალის შესარჩევში "ჯვაროსნების" მეტოქე იქნება.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ანგარიში გახსნა ნიკო უილიამსმა, რის შემდეგაც კოდი გაკპომ წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმის დასაწყისში ტიჯანი რეინდერსმა "მფრინავი ჰოლანდიელები" გაიყვანა წინ, 93-ე წუთზე კი მიკელ მერინომ "ფურია როხა" წაგებას გადაარჩინა. საპასუხო მატჩი 23 მარტს გაიმართება.
ნიდერლანდები 2:2 ესპანეთი
გოლები: 0:1 უილიამსი 9', 1:1 გაკპო 28', 2:1 რეინდერსი 46', 2:2 მერინო 93'.
ერთა ლიგის ყველა მატჩი:
სომხეთი 0:3 საქართველო
ნიდერლანდები 2:2 ესპანეთი
იტალია 1:2 გერმანია
ხორვატია 2:0 საფრანგეთი
დანია 1:0 პორტუგალია
უკრაინა 3:1 ბელგია
თურქეთი 3:1 უნგრეთი
ბულგარეთი 1:2 ირლანდია
ავსტრია 1:1 სერბეთი
საბერძნეთი 0:1 შოტლანდია
სლოვაკეთი 0:0 სლოვენია
კოსოვო 2:1 ისლანდია