მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ, 0:0 დასრულდა. ანგარიში კი მეორე ნახევრის დებიუტში, 49-ე წუთზე, უკრაინის მარჯვენა მცველმა, კონოპლიამ გახსნა, რასაც 5 წუთში ისმაილმა უპასუხა. 66-ე წუთზე, უკრაინის კარი ასანიმ აიღო და მატჩის საბოლოო ანგარიში, 2:1 დააფიქსირა.
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები სწორედ ალბანეთს ესტუმრება — მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
B დივიზიონის I ჯგუფის სატურნირო ცხრილი:
1) საქართველო — 3 ქულა
2) ალბანეთი — 3 ქულა
3) უკრაინა — 0 ქულა
4) ჩეხეთი — 0 ქულა









