საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 15 ნოემბერს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფში ითამაშებს და ხორვატიას დაუპირისპირდება.
21-წლამდე ნაკრების შემტევი ლაშა ოდიშარია ამ მატჩის მოლოდინებზე LaGazzetta.ge-სთან საუბრობს.
– ისტორიულ მატჩამდე 2 კვირაა დარჩენილი, როგორ ემზადები ამ შეხვედრისთვის?
– შესარჩევი ციკლი წარმატებულად ჩავატარეთ და ახლა დროა ფლეიოფშიც წარმატებულად ვითამაშოთ. ხორვატია ძალიან ძლიერი მეტოქეა, თუმცა ერთი უპირატესობა გვაქვს - ერთმუშტად შეკვრით და გუნდურობით მიზნის მიღწევა შეგვიძლია. რომ შევიკრიბებით, უკეთ მოვემზადებით, მეტოქეს განვიხილავთ და მოლოდინიც უფრო გაიზრდება.
– წინა დღეებში ამ თემაზე 21-წლმდელების სხვა ფეხბურთელებთან ვისაუბრეთ და ყველამ გვითხრა, რომ თქვენი წარმატების გასაღები ერთიანობაა, რა იგულისხმება ამ ერთიანობაში?
– როცა გუნდს ყველაზე მეტად უჭირს, როცა მოედანზე დაძაბულობა და ნერვიულობაა, ამ დროს ყველა ერთმანეთს ვამხნევებთ, ვაზღვევთ და ერთიანობაც ამაში გამოიხატება. მაგალითად, ჩრდ.მაკედონიასთან მატჩი ავიღოთ. გოლი გავუშვით, მაგრამ ერთმანეთის გვერდში დგომით თამაში შემოვატრიალეთ.
– მოედანზე ერთმანეთის დაზღვევა და ერთიანობა - ეროვნული ნაკრების წარმატებაც აქედან მოდის. არის თუ არა თქვენთვის მოტივაცია, როცა ეროვნული ნაკრები ასე წარმატებით თამაშობს?
– ეროვნული ნაკრები ჩვენი ინსპირაციის წყაროა. მათ თამაშებს რომ ვუყურებ, საოცარი ემოციები მეუფლება. გეთანხმებით, მათი წარმატების საიდუმლოც ერთიანობაა და ყველა ეს თვისება მათგან გადმოვიღეთ.
– რიგასთან ერთად ევროპა ლიგაზე თამაშობ და გალათასარაის გოლიც გაუტანე...
– ზოგადად, ეროვნული ლიგიდან უცხოეთში წასვლა და ადაპტაციის მაშინვე გავლა ადვილი არ არის, თუმცა ეს შევძელი და კარგ, დალაგებულ გუნდში ვთამაშობ. ევროპა ლიგაზე აინტრახტთან ვითამაშე. მატჩს 56 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, რაც ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. გალათასარაისთან გოლის დროს საოცარი ემოცია დამეუფლა, რადგან ამ ფეხბურთელებს ბავშვობაში ტელევიზორში ვუყურებდი და მათთან თამაში ჩემი ოცნება იყო. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს წარმატებაში დავეხმარე.
– რამდენად მნიშვნელოვანია ამ დონის მატჩების ჩატარება გუნდში, რათა ნაკრებში მეტად გამოცდილი და კარგ ფორმაში მყოფი ჩამოხვიდე?
– კლუბში მსგავსი თამაშები ძალიან მეხმარება, რადგან ნაკრებში უფრო მეტად თავდაჯერებეული ჩამოვდივარ. თან იმხელა ნერვიულობა და სტრესი აღარ მაქვს ხოლმე, რადგან მსგავსი დონის მატჩების გამოცდილება უკვე მაქვს. როგორც ზემოთ გითხარით, აინტრახტთან ჩვენს მატჩს 56 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. დარწმუებული ვარ, თბილისშიც უამრავი ხალხი მოვა და გავსებულ სტადიონზე ხორვატიის წინააღმდეგ გავიმარჯვებთ.
– რას გვეტყვი სამომავლო მიზნებზე...
– ვცდილობ ჩემს თავზე ყოველდღიურად ვიმუშავო და გავიზარდო როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად. ვმუშაობ, რომ ფსიქოლოგიურადაც მდგრადი ვიყო, რადგან ფეხბურთში მენტალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ეტაპზე, მიზანი 21-წლამდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა, კლუბთან ერთად კი - ჩემპიონობა.
24-30 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 15-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც FIFA-სთვის სადებიუტი ტურნირი იყო და მასში 189 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო, მათ შორის საქართველომაც. გასაკვირი არაა, რომ ამ ტურნირის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა. მათ ფინალში ჩეხეთი…
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა, ფაბიო კანავარომ, ვირჯილ ვან დაიკის მომავალზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ნიდერლანდელი მცველი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს. მისი თქმით, ლივერპულის კაპიტანს იტალიის ჩემპიონატში თამაშის სურვილი თავადაც გამოუთქვამს. "ვირჯილ ვან დაიკმა მითხრა, რომ ერთ…
20 დეკემბერს, ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი კარლოს ტევესი გამოსამშვიდობებელ მატჩს ბოკა ხუნიორსის ლეგენდარულ სტადიონზე - "ლა ბომბონერაზე" გამართავს. გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობას ბოკას ლეგენდები მიიღებენ, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. იმ ფეხბურთ…
კონფერენს ლიგის ფაზის მეოთხე ტურის შეხვედრა იბერიასა და ხეტაფეს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ამ სენსაციური გამარჯვების მთავარი გმირი გიორგი ქობულაძე იყო, რომელმაც ერთადერთი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით 0.5 ქულა მოგვემატა, უეფას საკლუბო რეიტინგში…
კონფერენს ლიგის ფაზის მეოთხე ტურში იბერია საკუთარ მოედანზე ხეტაფეს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი ხეტაფეს მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გააკეთა. "მძიმე მარცხია. გუნდი თბილისში მხოლოდ მოსაგებად ჩამოვიდა, რადგან ეს გვჭირდებოდა, მა…
ხეტაფესთან მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას ფეხბურთელებმა გააკეთეს. გიორგი ჯინჯოლავა: “ძალიან გახარებული ვარ, მართლაც ისტორიული გამარჯვებაა. მომდევნო ეტაპზე გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით.მადლობა ყველას ვინც დღეს მოვიდა და გვიქომაგა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაცი…
იბერიამ საკუთარ მოედანზე ხეტაფე დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი გიორგი ქობულაძემ გაიტანა. იბერია რიგებიდან ყველაზე მაღალი შეფასება სამმა ფეხბურთელმა - გიორგი მაკარიძემ, გიორგი ჯინჯოლავამ და გიორგი ქობულაძემ მიიღეს - 8.0.