ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta X Goal.ge ეროვნული ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, თვის საუკეთესო გოლს კი გულშემატკივარი გამოკითხვის შედეგად ავლენს.
ჩვენი ვერსიით, ეროვნული ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დინამო თბილისის შემტევი ნიკა ნინუა დასახელდა.
27 წლის ფეხბურთელმა თბილისელთა წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი შეიტანა და გუნდის ლიდერი იყო.
ნინუამ გასულ თვეში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, დინამო თბილისმა კი ჩემპიონატში 2 მატჩი მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.












