პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ მისი გუნდის მოწინააღმდეგე ბარსელონა იქნება. ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს მიმდინარე სეზონის ფავორიტები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მადრიდის რეალი და მანჩესტერ სიტი არიან.
"ბარსელონასთან დაპირისპირება ძალიან ამაღელვებელი იქნება. მოვხვდით ისეთ ბადეში, სადაც ფინალში გასვლის შესაძლებლობა თითოეულ გუნდს აქვს. მეორე ბადე კი სადაც არიან რეალი და სიტი, ფავორიტების ბადეა", - განაცხადა პსჟ-ს დამრიგებელმა. შეგახსენებთ, მისმა გუნდმა 1/8 ფინალში სოსიედადს მოუგო.
აქვე დავამატებთ, პარიზულ გუნდსა და კატალონიელებს შორის გამარჯვებული შეხვდება მადრიდის ატლეტიკო - დორტმუნდის ბორუსიას შორის საუკეთესოს, "სამეფო კლუბისა" და მანჩესტერელთა დუელში გასული გუნდი კი ფინალის საგზურს მიუნხენის ბაიერნი - ლონდონის არსენალს შორის მოგებულთან გაათამაშებს.