მანჩესტერ სიტის 31 წლის მეკარე ედერსონ მორაეში პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა —
6 საგოლე გადაცემით, ბრაზილიელმა პოლ რობინსონს გადაასწრო და პრემიერ ლიგის ისტორიაში მეკარეებს შორის საუკეთესო მეპასე გახდა. სიტის კარის დარაჯს ამ შედეგის მისაღწევად 266 მატჩი დასჭირდა.

ნიუკასლთან შეხვედრაში, ედერსონმა ომარ მარმუშს გაატანინა და ამ სეზონში მესამე საგოლე გადაცემა მიითვალა, რითაც ძალიან ბევრ შემტევ ფეხბურთელს გადაასწრო.
ლუის დიასს, ფილ ფოდენს, რაიან გრავენბერხს, დომინიკ სობოსლაის, ალეხანდრო გარნაჩოს, ჯეკ გრილიშს, ილქაი გიუნდოგანს, მარკუს რაშფორდს, დიოგუ ჟოტას, პედრუ ნეტუს... დიახ, ყველა ამ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ედერსონზე ნაკლები საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. ეს სტატისტიკა სხვა შემთხვევაში შეიძლება ცოტა დაუჯერებელიც კი ყოფილიყო, მაგრამ როცა საქმე ედერსონს ეხება, დაუჯერებელი არაფერია.