იტალიამ ერთა ლიგის გასვლით მატჩში გაანადგურა თურქეთი, ანგარიშით 4:1. ამ თამაშში სტუმრების ანგარიშზე არაერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. ეს იყო "აძურის" 1-ელი მოგება აღნიშნული შედეგით 2005-ის შემდეგ, როცა გერმანიის მუნდიალის შესარჩევზე 4:1 ბელარუსის ეროვნული გუნდი იქნა განადგურებული.
ამის გარდა, 21-ე საუკუნეში ეს იყო მხოლოდ მეორე მატჩი, როდესაც "ლურჯებმა" პირველი ტაიმი დაამთავრეს გამარჯვებით, ანგარიშით 3:0. აქამდე ეს მოხდა 2019-ის ივნისში, როცა რობერტო მანჩინის შეგირდებმა შეხვედრის 1-ელ ნახევარში აღნიშნული შედეგით საბერძნეთის ეროვნული გუნდი გაანადგურეს.
დავუბრუნდეთ ბოსფორელებთან მატჩს, სადაც იტალიის შემადგენლობაში ძმებმა ფრანჩესკო პიო და სებასტიანო ესპოზიტოებმა ითამაშეს. ბოლოს "აძურიში" ძმების დუეტი ვიხილეთ 2000-ში, როცა ინგლისის ეროვნულ გუნდთან შეხვედრაში მოედანზე ფილიპო და სიმონე ინძაგები იყვნენ. აღნიშნული თამაში "ლურჯებმა" მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
საინტერესოა, რომ იტალიის ნაკრებში ერთი მატჩი ჩატარებული აქვს მათ უფროს ძმას, სალვატორეს და გამოდის, რომ ესპოზიტოების ოჯახი ერთადერთია კალჩოში 3 ძმით ნაკრებში. მიღწევა, რომელიც მოგვაგონებს საქართველოს ეროვნული გუნდის ადრინდელ პერიოდს, როცა მოედანზე ერთად რევაზ, შოთა და არჩილ არველაძეები თამაშობდნენ.

















