საქართველოსთან ნათამაშები 0:0 მატჩის შემდეგ კომენტარი უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ გააკეთა.
"დღევანდელ მატჩში ბევრი მომენტი არ გვქონია და ძირითადად დაცვაში ვიყავით. მეტოქემ ბევრი მომენტი შეგვიქმნა და როცა საჯარიმოს ვუახლოვდებოდით, დაბრკოლებებს ვაწყდებოდით.
ყველა მატჩი სხვადასხვანაირია. დღევანდელი თამაში ჩვენთვის რთული იყო როგორც ტაქტიკურად, ისე ემოციურად.
საქართველოს ნაკრები თითუოელი ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდა, ჩვენ საკმაოდ ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშეთ და მსგავსი სცენარი მოსალოდნელი იყო.
ორი დღის განმავლობაში რთული იყო, ახალ მწვრთნელს რაიმე შეეცველე, თუმცა ფაქტია, საქართველოს ნაკრებში მაღალი სულისკვეთება იგრძნობოდა", - განაცხადა უკრაინელთა თავკაცმა.












![[VIDEO] 9-2 ინგლისის ლეგენდების სასარგებლოდ — ჯონ ტერიმ იტალიას შანსი არ დაუტოვა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fbho2SnR3IdZWITCoaptF3PSfJ1ryNWtO.jpg&w=3840&q=75)

