ინგლისის ჩემპიონშიფში გამართული მატჩი უოტფორდსა და ვესტ ბრომვიჩს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. უოტფორდის მხრიდან დუბლი ბაიომ შეასრულა.
ვინაიდან ბაიომ ორი გოლი გაიტანა, მატჩის საუკეთესოდ ის დასახელდა, თორემ უოტფორდის ქართველმა შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა და ისიც გამორჩეული იყო.
დღევანდელ მატჩში ჩაკვეტაძემ 6 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, 12 ორთაბრძოლა მოიგო და 43-დან 39 ზუსტი პასი გააკეთა.
უოტფორდს 34 ქულა აქვს, მე-7 პოზიციაზეა და პრემიერ ლიგაში დასაბრუნებლად ბრძოლას აგრძელებს.