ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის რიგით მე-11 რბოლას ავსტრიამ უმასპინძლა, სადაც გამარჯვებული მერსედესის ბრიტანელი პილოტი, ჯორჯ რასელი გახდა.
მეორე ადგილზე მაკლარენის ავსტრალიელი მრბოლელი, ოსკარ პიასტრი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია ფერარის ესპანელმა პილოტმა, კარლოს საინსმა დაიკავა.
რბოლის ბედი 64-ე წრეზე გადაწყდა, როდესაც პირველი ადგილისთვის მებრძოლი ვერსტაპენი და ნორისი ერთმანეთს შეეჯახნენ და საბურავები დააზიანეს. საბოლოოდ, აღნიშნული ინციდენტით რასელმა ისარგებლა და წელს პირველი გრან პრი მოიგო.