დორტმუნდმა პსვ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა

შეხვედრის ანგარიში დებიუტშივე, მე-3 წუთზე გაიხსნა - თავი ჯეიდონ სანჩომ გამოიჩინა. ორმატჩიან დაპირისპირებას კი წერტილი 95-ე წუთზე მარკო როისმა დაუსვა და დორტმუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გერმანული კლუბის მეტოქე პარასკევს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა, რომელიც თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.









