საქართველოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო სამყაროს გაოცებას არ წყვეტს - ვილი სანიოლის ნაკრებმა ისტორია დაწერა და ევროპის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობის შემდეგ, ჯგუფიდან გასვლაც მოახერხა. ჩვენმა ნაკრებმა სულ რამდენიმე საათის წინ დაამარცხა პორტუგალია და 1/8 ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა. მომდევნო ეტაპზე ჩვენი მეტოქე ესპანეთის ეროვნული ნაკრები იქნება - ეს მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატზე ვილი სანიოლის განკარგულებაში 26 ფეხბურთელია, საიდანაც არც მეტი, არც ნაკლები 16 მოთამაშე დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა! გთავაზობთ სიას, სადაც ჩამოთვლილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ღირსებას, პატარა ასაკიდან იცავდნენ:
1. გიორგი მამარდაშვილი;
2. ლუკა გუგეშაშვილი
3. გიორგი ლორია;
4. ოთარ კაკაბაძე;
5. გიორგი გველესიანი;
6. გურამ კაშია;
7. ლუკა ლოჩოშვილი;
8. გაბრიელ სიგუა;
9. გიორგი ქოჩორაშვილი;
10. ოთარ კიტეიშვილი;
11. გიორგი ჩაკვეტაძე;
12. ხვიჩა კვარაცხელია;
13. ზურიკო დავითაშვილი;
14. ანზორ მექვაბიშვილი;
15. ბუდუ ზივზივაძე
16. საბა ლობჟანიძე;
La Gazzetta dello Sport Georgia დინამო თბილისის ოფიციალური მედია პარტნიორია.
ფოტო: ეროვნული ნაკრები.