ეროვნული ლიგის მეორე ტურის ფარგლებში, ბათუმის დინამო ესტუმრა გაგრას, რომელიც 3:1 დაამარცხა. ანგარიში გახსნეს სტუმრებმა ჟან ვიქტორის გოლის შემდეგ, მაგრამ გიორგი ხარებაშვილმა ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა.
შეხვედრის მეორე ნახევარში მამუკა კობახიძემ აჭარლები კვლავ წინ გაიყვანა, გიორგი უბილავას ავტოგოლის შემდეგ კი ნათელი გახდა, რომ ანდრეი დემჩენკოს გუნდი შინ 3 ქულით დაბრუნდებოდა.
ამ დროისთვის, დინამო ექვს ქულას აგროვებს, ისევე როგორც გორის დილა და თბილისის იბერია. სწორედ ეს სამი გუნდი ლიდერობს ეროვნულ ლიგას. რაც შეეხება გაგრას, ეს გუნდი 0 ქულით ბოლო, მე-10 პოზიციაზე არის. ბათუმელების შემდეგი მეტოქე წყალტუბოს სამგურალი იქნება, გაგრა კი ფოთის კოლხეთს ესტუმრება.