ოფიციალურად — დიდიე დეშამის გადაწყვეტილებით კილიან მბაპე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება! დიდხიანი პაუზის შემდეგ, რეალ მადრიდის ფორვარდი საკუთარი ქვეყნის ღირსებას ისევ დაიცავს.
შეგახსენებთ, კილიან მბაპეს ეროვნულ ნაკრებში 2024 წლის სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ ნაკრების ღირსებას მხოლოდ მნიშვნელოვან მატჩებში დაიცავდა. სწორედ აქედან წარმოიშვა მთავარ მწვრთნელსა და მბაპეს შორის კონფლიქტი.
თუმცა როგორც ჩანს ახლა ყველაფერი მოგვარდა და მხარეებმა ყველა პრობლემა გადაჭრეს. კილიან მბაპე მარტის სანაკრებო პაუზაზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად იქნება.