ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მილანის ინტერმა მიუნხენის ბაიერნი სტუმრად 2:1 დაამარცხა. მატჩი დაიწყო მასპინძლების უპირატესობით, მაგრამ ანგარიში ლაუტარო მარტინესის გატანილი ბურთის შემდეგ, "ნერაძურიმ" გახსნა. აღსანიშნავია მარკუს ტურამის პასი ქუსლით არგენტინელ ფორვარდზე.
"რეკორდმაისტერმა" ანგარიში გაათანაბრა მატჩის მიწურულს, შეცვლაზე შემოსული ტომას მიულერის გოლით, თუმცა სიმონე ინძაგის გუნდი ასევე შეცვლაზე შემოსული დავიდე ფრატეზის ბურთით კვლავ წინ გავიდა. შედეგად, 2:1 მეაცას ბინადრების სასარგებლოდ. საპასუხო შეხვედრა 16 აპრილს გაიმართება.
ბაიერნი 1:2 ინტერი
გოლები: 0:1 ლაუტარო მარტინესი 38', 1:1 ტომას მიულერი 85', 1:2 დავიდე ფრატეზი 88'.