არგენტინის ნაკრებმა, ამხანაგური შეხვედრის ფარგლებში, სალვადორის ეროვნული გუნდი, ანგარიშით 3:0 დაამარცხა. გოლები გაიტანეს კრისტიან რომერომ, ენცო ფერნანდესმა და ჯოვანი ლო ჩელსომ. ასისტი გაიფორმა ანხელ დი მარიამ, რომელსაც "ალბისელესტეს" რიგებში საერთო ჯამში 27 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
ლისაბონის ბენფიკას გარემარბმა ამ მაჩვენებლით გადაასწრო დიეგო მარადონას (26 საგოლე გადაცემა), მასზე წინ "თეთრ-ლურჯების" ისტორიაში არის მხოლოდ ლეო მესი, რომლის ანგარიშზე 54 ასისტია. აქვე დავამატებთ, სამხრეთ ამერიკელი ვინგერის საერთო მონაგარი ეროვნულ გუნდში არის 137 მატჩი, 29 ბურთი და როგორც აღვნიშნეთ, 27 ასისტი.