საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა უკრაინასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"იმ ცვლილებების გამო, რაც გასულ დღეებში ეროვნულ ნაკრებში მოხდა რთული მატჩი გამოდგა. შევეცადეთ, რომ მწვრთნელის დავალებები ზუსტად გაგვეგო და მოედანზე შეგვესრულებინა."
"ვფიქრობ, რომ დაცვაში დავალებები კარგად შევასრულეთ და იმედი მაქვს, რომ მომდევნო თამაშებში გოლებსაც გავიტანთ. დღეს სტადიონზე გულშემატკივრების ძალაც იგრძნობოდა, რაც წინა მატჩში დაგვაკლდა და შევეცადეთ, რომ მაქსიმუმი გაგვეკეთებინა"— გიორგო ქოჩორაშვილი.
ერთა ლიგის მომდევნო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრები უნგრეთს ესტუმრება — მატჩი 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.












![[VIDEO] 9-2 ინგლისის ლეგენდების სასარგებლოდ — ჯონ ტერიმ იტალიას შანსი არ დაუტოვა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fbho2SnR3IdZWITCoaptF3PSfJ1ryNWtO.jpg&w=3840&q=75)