დღეს საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოლდოვასთან პირველამხანაგური მატჩს გამართავს.
ჩვენი გუნდი მატჩისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება.
მოლდოვასთან პირველი ამხანაგური მატჩი დავით პეტრიაშვილი არენაზე დღეს, 19:00 საათზე დაიწყება.
საქართველოსა და მოლდოვის ქალთა ნაკრებების მეორე ამხანგური მატჩი 27 ოქტომბერსაა დაგეგმილიდა მიხეილ მესხი 2-ზე შედგება.
ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):"წინ ორი ამხანაგური მატჩი გველის მოლდოვის ნაკრებთან. ეს ჩვენი შესაძლებლობის მსგავსი გუნდია. მათი ფეხბურთელების უმეტესობა საზღვარგარეთ თამაშობს - სლოვაკეთში, ავსტრიაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. ეს ჩვენთვის კარგი შესაძლებლობაა, დავაკვირდეთ ახალ ფეხბურთელებს. შევეცდები, რომ ყველა ვათამაშო.
რამდენიმე მოთამაშე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება ნაკრებს. თამარ ტატუაშვილი ტრავმის შემდეგ გვიბრუნდება, ისევე როგორც ანა ჩემინავა. „ლანჩხუთიდან" შემოგვიერთდა ეთერ სულაშვილი, რაც ძალიან სასიხარულოა, ის კარგი მოთამაშეა. ტრავმების შემდეგ ასევე ბრუნდებიან ელენე ენჯიბაძე და თეონა სუხაშვილი. ასე რომ, გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილებაა. ვნახოთ, თუ როგორ ჩაივლის შეკრება. შემდეგი მატჩები თებერვალში გველის. ეს ფანჯარა კი იმისთვის არის, რომ გუნდის გაუმჯობესების შესაძლებლობები შევისწავლოთ".
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია








