ერთა ლიგის პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან წაგებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა კომენტარი გააკეთა.
"პირველი ტაიმს ძალიან ნეგატიურად შევაფასები და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შეგვეძლო. მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ, მომენტებიც შევქმენით და გოლი უნდა გაგვეტანა."
"დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა და ძალიან მინდოდა გამარჯვება, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთი ასეთია. გული მწყდება, რომ თამაშის დამთავრება ვერ შევძელი და ბოლომდე ვერ დავეხმარე გუნდს. წინ კიდევ სამი თამაშია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შეცდომები გამოვასწოროთ" — ლუკა ლოჩოშვილი.











