როგორც მოგეხსენებათ, დიდიე დეშამი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებს დატოვებს. უკვე დიდი ხანია, რაც ფრანგ სპეციალისტს "მამლებიდან" წასვლას უწინასწარმეტყველებენ და ამ მხრივ ყველაზე მეტად აქტიურობს ჟურნალისტი დანიელ რიოლო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონი დამრიგებლის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა.
"დეშამს არ უნდა, რომ საფრანგეთის ნაკრები ჩაიბაროს ზიდანმა და ის ამ მომენტის მაქსიმალურად გადავადებას ცდილობს. მას აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ხალხი ზინედინში ხედავს მხსნელს...სპეციალისტში, რომელსაც "მამლებში" არასდროს უმუშავია. თავად დიდიემ ეროვნულ გუნდს მოაგებინა მუნდიალი, მაგრამ ყველას ერთი სული აქვს, თუ როდის წავა ის.
ფრანგ მწვრთნელს ნამდვილი ფსოქოლიური პრობლემები აქვს. ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც პლატინიმ განაცხადა, რომ მისი საფეხბურთო კარიერა წყლის ბოთლების მოტანას უკავშირდებოდა.. იმის შემდეგ, "გალიელთა" სპეციალისტი ცდილობს იმის დამტკიცებას, თუ როგორი მნიშვნელოვანია, მაგრამ რეალურად, ის მუდამ თანამემამულე ლეგენდების ჩრდილში დარჩება", - განაცხადა ფრანგმა ჟურნალისტმა.