გუშინ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. ფრანგ სპეციალისტს არჩევანის გაკეთება ურთულეს პირობებში მოუწია, რადგან საფრანგეთი ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და კონკურენტუნარიანი ნაკრებით არის დაკომპლექტებული.
დეშამის გადაწყვეტილებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან განაცხადში რამდენიმე ცნობილი და მაღალი დონის ფეხბურთელი ვერ მოხვდა. სოციალურ ქსელებში და ფრანგულ მედიაში უკვე აქტიურად განიხილავენ იმ მოთამაშეების ვინაობას, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატს ტელევიზორიდან უყურებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ბოლო სეზონებში სტაბილურად თამაშობდა.
იხილეთ ფეხბურთელების სია, რომლებსაც საფრანგეთის ეროვნული ნაკრების განაცხადში ელოდებოდნენ, თუმცა საბოლოო სიაში ვერ მოხვდნენ:
- ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი)
- ლუკა შევალიე (პსჟ)
- უესლი ფოფანა (ჩელსი)
- პიერ კალულუ (იუვენტუსი)
- ნორდი მუკიელე (სანდერლენდი)
- ედუარდო კამავინგა (რეალ მადრიდი)
- ხეფრენ ტურამი (იუვენტუსი)
- მატეო გენდუზი (ფენერბაჰჩე)
- კორენტინ ტოლისო (ლიონი)
- ელი ჟუნიორ კრუპი (ბორნმუთი)
- რანდალ კოლო მუანი (ტოტენჰემი)
- ფლორიან ტოვენი (ლანსი)
- მატის ტელი (ტოტენჰემი)
სიაში ვერ მოხვდა ორი ტრავმირებული ფეხბურთელიც, კერძოდ ფერლან მენდი (რეალ მადრიდი) და უგო ეკიტიკე (ლივერპული).








