ნაპოლის ყოფილმა და იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში აურელიო დე ლაურენტისის შესახებ ისაუბრა.
"არცერთი სხვა ქალაქი არ არის ისეთი მხიარული და მელანქოლიური, როგორც ნეაპოლი. იქ განცდილი სიხარული ყოველთვის თან დამაქვს. ნაპოლი ძალიან მიყვარს.
აურელიო დე ლაურენტისთან კონფლიქტური ურთიერთობა მქონდა. ჩემი ერთგულების გათვალისწინებით, ვფიქრობ, მას ჩემს მიმართ მეტი ადამიანობა უნდა გამოეჩინა. მას შემდეგ, რაც ერთად მუშაობა შევწყვიტეთ, აღარ გვისაუბრია."
შეგახსენებთ, ლუჩანო სპალეტიმ ნაპოლისთან ერთად 2022/23 სეზონში სერია ა-ს ტიტული მოიგო.







