საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში სტ.ეტიენი საკუთარ მოედანზე ოსერს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი იყო, რომელმაც ოსერს ჰეთ-თრიკი შეუსრულა და კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
გასაკვირი არაა, რომ დავითაშვილის ასეთმა პერფორმანსმა ფრანგული და ევროპული გამოცემები აალაპარაკა.
"დავითაშვილმა მოედანზე იცეკვა და 3 გოლი გაიტანა. სტ.ეტიენმა უკეთ ითამაშა და მოიგო კიდეც", - Kicker
"მის მიმართ ბევრი კრიტიკა იყო და გუნდს მოგებაში საუკეთესო დროს დაეხმარა. მომავალში დავითაშვილს უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება", - dailymercato
"დავითაშვილმა თავის კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა და ტრადიციულად, სამახსოვროდ ბურთი შინ სულ ღიმილით წაიღო", - leprogres
"სტ.ეტიენს ახალი გმირი ჰყავს - კლუბმა მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა", - ouest-france
"ბრწყინვალე მატჩი. დავითაშვილისთვის, ასეთი თამაში მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო", - maligue2.