მოჰამედ მოკაევი მორიგ ბრძოლას გამართავს. 6 ივნისს, მადრიდში, დაუმარცხებელი მებრძოლი დაუპირისპირდება ხორხე კალვოს, ილია თოფურიას პრომოუშენში, WOW-ში. დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე მებრძოლს თავიდან უნდა ეჩხუბა MVP-ში, მაგრამ შემდეგ, მას გეგმები შეეცვალა.
ბრძოლის ორგანიზებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის MMA-ს ქართველ მენეჯერს, კახა ჩიქოვანს. შეგახსენებთ, რომ "დამსჯელი" 2022 - 2024 წლებში გამოდიოდა UFC-შიც, სადაც მან 7/7 ჩხუბი მოიგო. ზოგადად კი მოკაევის ანგარიშზე 15/15 გამარჯვება არის.



















