საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყო წარუმატებლად - მარცხი მინიმალური ანგარიშით საკუთარ კედლებში ჩრდილოეთ ირლანდიასთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს ჰქონდა რამდენიმე მომენტი, მათ შორის 11-მეტრიანიც, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ გამოიყენა.
რაც შეეხება გაშვებულ გოლს, ვილი სანიოლის გუნდმა ბურთი მეცხრე დამატებულ წუთზე მიიღო. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ შემდეგი მეტოქე იქნება უკრაინის ეროვნულ გუნდი, 28 სექტემბერს, ასევე შინ.
საქართველო 0:1 ჩრდილოეთ ირლანდია
გოლი: შია ჩარლზი 90+9.















