მანჩესტერ სიტის საყრდენმა ნახევარმცველმა, როდრი ერნანდესმა ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე დაასახელა. ოქროს ბურთის მფლობელი შუახაზელისთვის ასეთი არის ორი მოთამაშე: ლეო მესი და მო სალაჰი. შეგახსენებთ, რომ ესპანელი ჩამშლელი ამჟამად გადის რეაბილიტაციას ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ.
"ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე? მესი, თუმცა თუ ვგულისხმობთ პრემიერ ლიგას - ფორმის პიკში მყოფი სალაჰი. მის წინააღმდეგ თამაში დანის პირზე სიარულს ჰგავს. მოს ნებისმიერ მომენტში შეუძლია შენი დასჯა", - განაცხადა "ქალაქელთა" შუახაზელმა.
28 წლის საყრდენ ნახევარმცველს ეგვიპტელი თავდამსხმელის წინააღმდეგ 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ხუთჯერ იმარჯვა ოქროს ბურთის მფლობელმა შუახაზელმა, სამჯერ - ლივერპულის ლიდერმა, ხუთი მატჩი მათ შორის ფრედ დასრულდა. რაც შეეხება არგენტინელი ფლეიმეიქერის წინააღმდეგ თამაშს, "ლურჯების" მე-16 ნომერმა 8 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.