მატჩის წინ კომენტარი უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა გააკეთა და შანსები შეაფასა.
"ბევრი ამბობს, რომ უკრაინის ნაკრები მხოლოდ ბურთის კონტროლზეა, თუმცა სტატისტიკას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ჯამში 20 დარტყმა გვაქვს, როცა ზოგი გუნდი კარში მხოლოდ 5-6-ჯერ არტყამს.
ჩვენი მიზანი ერთია - ეს შედეგები უნდა გამოვასწოროთ და ხვალაც და მომდევნო მატჩებშიც მოედანზე მოსაგებად გავიდეთ. რთული მატჩი იქნება, თუმცა მიზანს უნდა მივაღწიოთ.
უკრაინის ნაკრების ტრავმების მხრივ პრობლემები აქვს, თუმცა საბედნიეროდ, უკრაინას თითო პოზიციაზე 2-3 მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს და მე ყველა მოთამაშეს ვენდობი.








