ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო დღეს დარჩენილი ოთხი შეხვედრაც გაიმართა. პირველ რიგში გამოსარჩევია მანჩესტერ სიტისა და მილანის ინტერის მატჩი, რომელშიც უგოლო ფრე დაფიქსირდა. თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში გააქტიურდნენ "ქალაქელები", მაგრამ მეტოქის კარის აღება მაინც ვერ მოხერხდა.
"ლურჯების" მხრიდან ძალიან კარგი შეხვედრა გამოუვიდა როდრი ერნანდესს, სტუმართა შემადგენლობიდან კი პირველ რიგში იან ზომერია გამოსარჩევი. პეპ გუარდიოლას გუნდისა და "ნერაძურის" მატჩის პარალელურად, მიმდინარეობდა კიდევ 3 თამაში: პარის სენ-ჟერმენმა ჟირონას მიუგო პაულო გაზანიგას 90-ე წუთზე გატანილი ავტოგოლით.
დორტმუნდის ბორუსიამ სტუმრად გაანადგურა ბრიუგე, ანგარიშით 3:0, გლაზგოს სელტიკმა კი ბრატისლავას სლოვანი - 5:1. ჩემპიონთა ლიგაზე შედგა გურამ კაშიას დებიუტი, მაგრამ სამწუხაროდ, მისმა გუნდმა უშანსოდ წააგო.
მანჩესტერ სიტი - ინტერი 0:0
პარის სენ-ჟერმენი - ჟირონა 1:0
ბრიუგე - დორტმუნდი 0:3
სელტიკი - სლოვანი 5:1