მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ, ბარსელონამ დაიმატა ვოიცეხ შესნი, რომელსაც იმ მომენტისთვის კარიერა დასრულებული ჰქონდა. ბევრი აღნიშნულ ტრანსფერს უყურებდა სკეპტიკურად, მაგრამ ფაქტია, რომ კატალონიელებს ერთი წაგებაც არ აქვთ იმ მატჩებში, რომლებშიც მათ კარს პოლონელი გოლკიპერი იცავს.
"ბლაუგრანას" მეკარე ძალიან კარგ ფორმაშია და რაც შეეხება მის საიდუმლოს, ვეტერან კარის დარაჯს ამ ყველაფერზე ირონიული პასუხი აქვს - "ჩემი ფიზიკური ფორმის საიდუმლო? მე ხომ არ დავრბივარ, უბრალოდ ვდგავარ. 90 წუთი რომ ვირბინო, ასეთ კონდიციებში ვეღარ ვიქნები", - იხუმრა 34 წლის გოლკიპერმა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის ატლეტიკოს დამარცხებით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" გავიდნენ კოპა დელ რეის ფინალში. ამის გარდა, ლა ლიგაში ისინი არიან პირველ პოზიციაზე და რაც შეეხება ევროსარბიელს, კამპ ნოუს ბინადრები ემზადებიან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისთვის, სადაც მათი მეტოქე დორტმუნდის ბორუსია იქნება.