ჩემპიონშიპის 27-ე ტურში უოტფორდმა გასვლაზე დერბი ქაუნთის, 0-2 მოუგო. ამ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო. მატჩის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე, უოტფორდის რამდენიმე ფანმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.
"გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე უკეთ ვთამაშობთ. ის სულ წინ გარბის და ბურთს კარგავს. დღეს ასე არავინ თამაშობდა"
"ერთი შეხებით, ბრწყინვალე პასებით, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და ყველას კარგი თამაში ჰქონდა. ვერ ვხვდები რა საჭიროა ჩაკვეტაძის ასეთი დატვირთვა?"
"როცა ჩაკვეტაძე მოედანზეა, ფლანგებს კარგად ვერ ვიყენებთ, რადგან სულ ცენტრიდან გვიწევს თამაში"
"გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი მოედანზე არ იყო და მაინც მოვიგეთ. ეს კითხვებს აჩენს"
გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზე ამ სეზონში 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.