იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი დაასახელა. ვეტერანი მეკარის აზრით, ევრო 2024-ს საფრანგეთის ეროვნული გუნდი მოიგებს. შეგახსენებთ, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ტურინის იუვენტუსის კარის ყოფილი დარაჯი ლუჩანო სპალეტის სამწვრთნელო შტაბში შევიდა.
"ვინ არის ევროპის ჩემპიონატის ფავორიტი? სახელებით თუ ვიმსჯელებთ, საფრანგეთის ნაკრები. მათ შეუძლიათ დააყენონ სამი შემადგენლობა და სამივე მინიმუმ 1/2 ფინალამდე გავა. კარგია, რომ მხოლოდ ერთი ითამაშებს. რაც შეეხება იტალიას, ვეცდებით, რომ მეტოქეებს პრობლემები შევუქმნათ", - განაცხადა "სკუადრა აძურას" კარის ყოფილმა დარაჯმა.