დადასტურებულად — ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია
კარლო ანჩელოტის კიდევ ერთხელ დაუკავშირდა! მხარეებს შორის კონტაქტი ერთწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. "სელესაოში"
დორივალ ჟუნიორის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა, მეტიც, 62 წლის სპეციალისტი შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაუშვან, მის შემცვლელის ძიება კი უკვე დაწყებულია და როგორც ჩანს, კარლო ანჩელოტი კვლავ #1 სამიზნეა.
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია კარლო ანჩელოტისთან მოლაპარაკებებს 2023-2024 წლებშიც აწარმოებდა, თუმცა მაშინ იტალიელმა ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა და რეალ მადრიდში დარჩენა გადაწყიტა. მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა და ახლა ფაქტია, იტალიელთან მოლაპარაკებები ისევ აღდგა.
ყველა გავლენიანი ბრაზილიური გამოცემა იმას წერს, რომ "სელესაო" ყველაფერს გააკეთებს კარლო ანჩელოტის დასაყოლიელებლად, თუმცა როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლომდე არ მიიღებს. იტალიელი სპეციალისტის ფიქრები ახლა მხოლოდ რეალ მადრიდს უკავშირდება, ამას კი ბრაზილიაში პატივს სცემენ და ისინი ზაფხულამდე მოცდას აპირებენ.
დორივალ ჟუნიორის ბრაზილიიდან გაშვება უბრალოდ დროის საკითხია, ხოლო ვინ ჩაიბარებს "სელესაოს", ამას უახლოეს თვეებში გავიგებთ.