რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესი დასრულდა — ბენჟამინ მენდიმ მანჩესტერ სიტის სასამართლო დავა მოუგო! ფრანგმა ფეხბურთელმა მოიგო დავა, რომელიც ეხებოდა მანჩესტერ სიტის გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც კლუბმა კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასის გადახდაზე უარი განაცხადა, მას შემდეგ, რაც მენდის ბრალი წაუყენეს სექსუალურ დანაშაულში.
მანჩესტერ სიტიმ ფრანგი ფეხბურთელისთვის ხელფასის გადახდა 2021 წლის აგვისტოში შეაჩერა, როდესაც მენდის დაკავება მოხდა. ფეხბურთელს სექსუალური დანაშაულისთვის, მათ შორის გაუპატიურებისთვის, ხუთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელს 22 თვის ხელფასი არ გადაუხადა, რაც ჯამში £11 მილიონს უდრის.
რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, 2023 წლის იანვარში, მენდი გაამართლეს ექვსი გაუპატიურებისა და ერთი სექსუალური ძალადობის ბრალდებით, ხოლო 2023 წლის ივლისში, ფრანგს კიდევ ერთი ბრალდება მოუხსნეს გაუპატიურების მცდელობასთან დაკავშირებით.