არგენტინული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ლეო მესიმ დაასახელა 4 ფეხბურთელი, რომელსაც ოქროს ბურთის მოგება შეუძლია.
ამ თემასთან დაკავშირებით აზრი ვის უნდა მოკითხო, თუ არა მესის, რომელსაც ოქროს ბურთი 8-ჯერ აქვს მოგებული.
"ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, რომელთაც წელსაც და მომავალშიც ოქროს ბურთის მოგება შეუძლიათ, მაგალითად, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე და ვინისიუს ჯუნიორი.
ასევე, გამოვარჩევდი ლამინე იამალის. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ბარსელონაში გამორჩეულ მატჩებს ატარებს. ოქროს ბურთის მოგება მომავალში მასაც შეუძლია", - განაცხადა მესიმ.
უცნაურია, მაგრამ ლეომ სიაში ჯუდ ბელინგემი არ შეიყვანა. არადა, 2024 წლის ოქროს ბურთის მოგების ნომინანტთა ლაივ ცხრილს სწორედ ბელინგემი და ვინისიუსი ლიდერობენ.