მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ფარგლებში ინგლისის ნაკრებმა ნორვეგიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ანდრეას შელდერუპის გოლს ჯუდ ბელინგემმა დუბლით უპასუხა. ბრიტანელები გადიან მუნდიალის 1/2 ფინალში, რომელშიც არგენტინასა და შვეიცარიას შორის მოგებულს შეხვდებიან.
ნორვეგია 1:2 ინგლისი
გოლები: 1:0 ანდრეას შელდერუპი 36', 1:1, 1:2 ჯუდ ბელინგემი 45+2, 93'.














