ლევანტეს მთავარმა მწვრთნელმა, ხულიან კალერომ გიორგი ქოჩორაშვილის დარჩენის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ქართველი შუახაზელის სახელს უკავშირებდნენ ვალენსიას, მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ "ბაყაყებში" დარჩენით დასრულდა.
"ბედნიერი ვარ, რომ ლევანტემ ქოჩორაშვილისა და მარტინესის მსგავსი მნიშვნელოვანი ფეხბურთელების შენარჩუნება მოახერხა. საბედნიეროდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა და ახლა მთლიანად შეგვიძლია უახლოეს მატჩებზე კონცენტრირება. შემიძლია ვთქვა, რომ შემადგენლობით, საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ.
გიორგისა და პაბლოს დარჩენა ყველას იმედს გვისახავს. ცხადია, მათთან ერთად დასახული მიზნების მიღწევა უფრო შესაძლებელი იქნება", - განაცხადა ესპანელმა დამრიგებელმა.