მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ, ბარსელონამ დაიმატა ვოიცეხ შესნი, რომელსაც იმ დროს კარიერა ჰქონდა დასრულებული. ვეტერანმა პოლონელმა გოლკიპერმა "ბლაუგრანაში" მოასწრო 13 მატჩის ჩატარება და აღსანიშნავია ისიც, რომ მის ანგარიშზე ერთი წაგებაც არ არის.
11 გამარჯვება და ორი ფრე - ასეთია კატალონიური გუნდის მონაგარი, როდესაც ტურინის იუვენტუსის ყოფილი მეკარე მოედანზე არის. მისი დებიუტი პრიმერა დივიზიონში შედგა 26 იანვარს, ვალენსიას წინააღმდეგ (7:1) და იმის შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა კიდევ ზედიზედ 6 მატჩი მოიგეს.
რაც შეეხება იმ ორ ფრეს, ერთი იყო კოპა დელ რეიზე მადრიდის ატლეტიკოსთან (4:4), მეორე კი ბერგამოს ატალანტასთან (2:2). შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს, კამპ ნოუს ბინადრები ეთამაშებიან ლისაბონის ბენფიკას, უკვე მეორედ, პირველ მატჩში დაფიქსირდა მოგება (5:4) და 34 წლის გოლკიპერი მოედანზე იყო.