საქართველო 9-16 თებერვალს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. შეჯიბრი ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში ჩატარდება.
ოლიმპიურ ფესტივალი სპორტის 8 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიატლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, ციგურებით რბოლა, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) ჩატარდება. ბათუმი ფიგურული ციგურაობის შეჯიბრს უმასპინძლებს, თბილისში კი ჰოკეი გაიმართება. ტურნირში 45 ქვეყნის 1000- მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
შეჯიბრში საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო-სათხილამურო სპორტი და ბიატლონი) 8 სპორტსმენი იასპარეზებს.
ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში 9 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სამზადისი, ზამთრის სპორტი საქართველოში და ინფრასტრუქტურული სიახლეები, - ამ თემების შესახებ
-სთან ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა ისაუბრა:
- საქართველომ 2015 წელს ზაფხულის ახალგაზრდულ
ოლიმპიურ
ფესტივალს უმასპინძლა, ამჯერად ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება საქართველოში, რას მოუტანს ეს ტურნირი ქართულ სპორტს?



















