საქართველოს ნაკრებმა მიზანს მიაღწია, სომხეთის ნაკრები ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ნაკრებს 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ერთა ლიგიდანაც შეეძლება. ახალი ერთა ლიგა 2026 წლის სექტემბერში დაიწყება.
საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში იქნება. წილისყრის შედეგად, გამოიკვეთება 4 ჯგუფი, საიდანაც პირველადგილოსნები ნახევარფინალში გავლენ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას გააგრძელებენ და ავტომატურად აღზევდებიან A ლიგაში.
B დივიზიონში საქართველოს ნაკრებთან ერთად კიდევ 15 ნაკრებია და მიზნის მისაღწევად, სალმაოდ რთული გზის გავლა მოგვიწევს.
B დივიზიონის კალათები
I კალათა: შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი
II კალათა: შვეიცარია, ბოსნია, ავსტრია, უკრაინა
III კალათა: სლოვენია, საქართველო, ირლანდია, რუმინეთი
IV კალათა: შვედეთი, ჩრდ.მაკედონია, ჩრდ.ირლანდია, კოსოვო