ავსტრალიის ღია პირველობა — ჯოკოვიჩმა ალკარასი დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა

პირველი სეტი ახალგაზრდა ესპანელმა 4-6 მოიგო, რასაც 37 წლის სერბის მიერ მოგებული ზედიზედ 3 სეტი (6-4, 6-3, 6-4) მოჰყვა და ჯოკოვიჩი 1/2 ფინალში გავიდა.
წლის პირველი გრანდ სლემის 1/2 ფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე ალექსანდერ ზვერევი იქნება, რომელმაც თავის მხრივ 1/4 ფინალში ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას მარტივად, 3 სეტში აჯობა.







