პრემიერ ლიგის 24-ე ტურის ცენტრალური მატჩი დასრულდა. ლონდონში, ემირეითს სთედიუმზე ერთმანეთს არსენალი და მანჩესტერ სიტი დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში სანახაობრივი და დაძაბული ბრძოლა იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა. მიკელ არტეტას ბიჭებმა "ქალაქელებს" ყველა კომპონენტში აჯობეს და საკმაოდ მარტივად, 5-1 დაამარცხეს.
არსენალიდან თავის გამოჩენა მარტინ ოდეგორმა, ტომას პარტეიმ, მაილს ლუის-სკელიმ, კაი ჰავერცმა და ითან ნვანერიმ მოახერხეს. სიტიდან ერთადერთი გოლის გატანა ერლინგ ჰოლანდმა შეძლო.
"მეთოფეებმა" ამ გამარჯვების შემდეგ 50 ქულა მოაგროვეს და ლივერპულთან ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს. თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ არნე სლოტის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. რაც შეეხება პეპ გუარდიოლას სიტის, "ქალაქელები" 41 ქულით, მე-4 პოზიციაზე დარჩნენ.